"ოცნების" წინააღმდეგ მეტ სანქციებს ველოდებით " - ხარაზაძე

16.12.24 15:47
"ოცნების" წინააღმდეგ მეტ სანქციებს ველოდებით " - ხარაზაძე

"ოცნების" მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ლიეტუვის და ესტონეთის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ფიქრობს, რომ პარტნირეობისგან კიდევ მეტი სანქციები იქნება. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, "ოცნებამ" საკუთარი თავი სპირალში შეიყვანა და ამიტომ, მათ ანტიდემოკრატიულ ქმედებებს დასავლეთის მხრიდან ლოგიკური პასუხი გაეცემა. 

„ქართული ოცნება“ თვითონ ვერ ხვდება, როგორ სპირალში შევიდა. ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ ველოდებით უფრო მეტს სანქცირებას იმ ადამიანების, რომლებსაც არ მიაჩნიათ კანონი კანონად და ემსახურებიან ერთ ადამიანს და ამ ერთი ადამიანის მსახურება ნიშნავს ჩვენი ქვეყნის გრუსებას ბოლომდე და მტრის ხახაში ბოლომდე ჩაბარებას ჩვენი ქვეყნის და ეს არ მოხდება. სანქციებიც იქნება, პროტესტიც იქნება მანამ, სანამ არ მივაღწევთ სამართლიან არჩევნებს და ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლებას, - ამბობს ხაზარაძე. 

შეგახსენებთ, რომ ესტონეთმა "ოცნების" მაღალჩინოსნები დაასანქცირა. საუბარია 14 პირზე, რომელთა შორის ირაკლი კობახიძეცაა.

ესთონეთის შემდეგ ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები უკვე ლიეტუვამაც დააწესა. ამ შემთხვევაში, საუბარია 20 პირზე, რომელთა შორის ასევე კობახიძე, "ოცნების" მაღალჩინოსნები და ის მოსამართლეები არიან, რომლებმაც ნაწამები აქტივისტები უკანონო პატიმრობაში გაუშვეს.  

 

მსგავსი სიახლეები