ვისაუბრებთ დიპლომატებისთვის ვიზალიბერალიზაციის მოხსნაზე და სავარაუდოდ, ტარგეტორებულ საქნციებზე - ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ძალადობა, რომელიც საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ხორციელდება, დაუშვებელია. ევროპელი მაღალჩინოსნის თქმით, საჭიროა, საქართველოს ხელისუფლებას პარტნიორებმა მკაფიო სიგნალი გაუგზავნონ, რომ ისინი არასწორი მიმართულებით მიდიან.
მინისტრი ამბობს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დილპმატებისთვის ვიზალიბერალიზაციის მოხსნასა და ტარგეტორებულ სანქციებზე იმსჯელებენ.
არ მინდა კარის დახურვა საქართველოსთვის, არ მინდა ხიდების დაწვა საქართველოსთან. საქართველო არის ქვეყანა, რომლის მხარდაჭერაც გვინდა ევროპულ გზაზე და ვიცით, რომ ხალხის უმრავლესობას ეს უნდა. ამიტომ, ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ, არ წავიდეთ ძალიან შორს, არ დავამსხვრიოთ ის, რისი შედუღებაც შემდეგ მოგვიწევს. მაგრამ, ამავდროულად, ძალადობა, რომელიც ვნახეთ გასული კვირეების განმავლობაში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, უბრალოდ, მიუღებელია აამიტომ, ვფიქრობ, რომ სიგნალის გაგზავნა საჭიროა, ამიტომ დღეს ვისაუბრებთ დიპლომატებისთვის ვიზალიბერალიზაციის მოხსნაზე და სავარაუდოდ, ტარგეტორებულ საქნციებზე. გვჯერა, რომ ეს არის გზა, რომელსაც უნდა გავყვეთ, - ამბობს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ ესტონეთმა "ოცნების" მაღალჩინოსნები დაასანქცირა. საუბარია 14 პირზე, რომელთა შორის ირაკლი კობახიძეცაა.
ესთონეთის შემდეგ ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები უკვე ლიეტუვამაც დააწესა. ამ შემთხვევაში, საუბარია 20 პირზე, რომელთა შორის ასევე კობახიძე, "ოცნების" მაღალჩინოსნები და ის მოსამართლეები არიან, რომლებმაც ნაწამები აქტივისტები უკანონო პატიმრობაში გაუშვეს.