დემონსტრანტებზე ძალადობა მიუღებელია, პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ - ქსავიე ბატელი

16.12.24 16:17
დემონსტრანტებზე ძალადობა მიუღებელია, პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ - ქსავიე ბატელი

ლუქსმებრუგის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობა დაუშვებელია და ამიტომ, ის პირები, ვინც ამაზე არიან პასუხისმგებელნი, უნდა დაისაჯონ. ევროპელი მაღალჩისანი პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნების" სანქცირებას მხარს დაუჭერს, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ ცუდი საქციელისთვის პასუხი უნდა აგოს. 

თუ ჩვენ ვიტყვით, რომ სანქციები უნდა დავაწესოთ არჩევნების გამო, პირველ რიგში, უნდა მოვისმინოთ, რომ იყო გაყალბება. ასეულობით დამკვირვებელი იმყოფებოდა არჩევნებზე და ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ, იყო თუ არა გაყალბება და ამიტომ არ ვსაუბრობ დასჯაზე, რომ არჩევნები არ მოგვწონს. მიუღებელია ხელისუფლების ქცევა, დასაჯოს დემონსტრანტები ასე ძალადობრივად. ეს არის მიუღებელი და აქ უნდა დავსაჯოთ პასუხისმგებელი პირები. არჩევნები ერთი საკითხია, მაგრამ პასუხისმგებლობის დაკისრება ცუდი საქციელისთვის - მეორე. მე ჩემის მხრივ მხარს დავუჭერ მათ სანქცირებას, ვინც პატივს არ სცემს ხალხს. მაგრამ, არჩევნები სხვა საკითხია. ეს სამწუხაროა განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის იმიტომ, რომ ევროპული მომავლის სურვილები და ოცნებები ჰქონდათ და პოლიტიკური მიზეზების გამო ყველაფერი განადგურდა, - ამბობს ქსავიე ბატელი.

მსგავსი სიახლეები