ვგმობ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას - ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსთან მიმართებით სამ საფრთხეზე საუბრობს. ხოსე მანუელ ალბარეს ბუენოს თქმით, საუბარია დემონსტრანტებზე ძალადობაზე, ევროინტეგრაციის შეჩერებასა და საქართველოს არჩევნებშ უცხოურ ჩარევებზე.
მინისტრი პირდაპირ ამბობს, რომ გმობს იმ ძალადობას, რომელსაც "ოცნება" მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ახორციელებს.
აქ არის სამი საკითხი. პირველი - მშვიდობიანი დემონსტრანციების უფლებაც და სიტყვით თავისუფლებას პატივი უნდა სცენ. ვგმობ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას. მეორე - ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველომ ევროკავშირის გზა მიატოვა. საქართველოს მომავალი ევროპულ ოჯახში უნდა იყოს და მესამე, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს პოლიტიკურ კლასში უცხოური ჩარევების შესახებ. ვფიქრობ, რომ დეზინფორმაცია და უცხოური ჩარევები არჩევნებზე არის ერთ-ერთი მთავარი საფრთხე ჩვენს დემოკრატიაში, - ამბობს ხოსე მანუელ ალბარეს ბუენო.