მაგთიკომი, ბაზარი ორბელიანზე, ქარვასლა, სუპერი, ბარამბო - ახალ არჩევნებს ქვეყანაში უკვე 300-ზე მეტი ბიზნესი ითხოვს

16.12.24 17:48
მაგთიკომი, ბაზარი ორბელიანზე, ქარვასლა, სუპერი, ბარამბო - ახალ არჩევნებს ქვეყანაში უკვე 300-ზე მეტი ბიზნესი ითხოვს

მაგთიკომი, ბაზარი ორბელიანზე, ქარვასლა, სუპერი, ბარამბო - სამას აღემატება იმ ბიზნესმენების ჩამონათვალი, რომლებიც ქვეყანაში ახალ არჩევნებს ითხოვენ. მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდს მოუწოდებენ, უკან დაიხიოს და ქვეყანაში შექმნილი კრიზისი განმუხტოს. ერთობლივ მიმართვაზე ხელმომწერების კიდევ ერთი მოთხოვნა აქციებზე დაკავებულები მომიტინგეების გათავისუფლებას ეხება. სიაში ბევრი ისეთი ბიზნესმენია, ვინც მმართველ  პარტიასთან თანამშრომლობდა, მაგრამ დღეს არსებული მდგომარეობის გამო გაჩუმება ვერ შეძლო და ახალ წლამდე ახალი არჩევნების თარიღის გამოცხადებას ითხოვს.

ქვეყანაში სტაბილურობის მხარდაჭერა ბიზნესისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. სტაბილურობა გვჭირდება ბევრი მიზზეზთა გამო, მაგრამ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საინვესტიციო გარემო შეიქმნას ისეთი, რომელიც არ დააფრთხობს ინვესტორებს, ეს ერთია. მეორე არის, რომ გარემო, ცოტა აღელვებულია ხალხი, ამას სჭირდება დაწყნარება. მხარეები აუცილებლად უნდა დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და რაღაც კომპრომისი უნდა მოძებნონ.ეს პატიმრების გამოშვების გარეშე ფიზიკურად არ შეიძლება. დეესკოალაციის მიზნებისთის ეს ხალხი უნდა გამოუშვან, ამის რესურსი არსებობს ცალსახად, მაგრამ ხელახალი არჩევნები თუ არ იქნება, რომ არ იყოს ახლაი არჩევნები რა უნდა ვქნათ?  ხომ არ გადავაყოლებთ ქვეყანას. ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რა არის ქვეყნისთვის კარგი და არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის. ყველაზე დიდი პრობლემაა, ახალი ბიზნესინვესტიციების შემოსვლის საკითხი შეიძლება, დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ და ძველი, შმეოსული რაც არის, ის უბრალოდ, თავს ამოწურავს. ჩვენ გვჭირდება ახალი, გვჭირდება ორმაგი ეკონომიკური ნიშნულები და ნახტომისებური წინსვლა, რომ ქვეყანა განვითარდეს და წინ წავიდეს, - ამბობს ბიზნესფეროს წარმომადგენელი. 

ბიზნესმენებს აქვთ მოლოდინი, რომ უკვე 2025 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური თვალსაზრისით ქვეყანა მძიმე შედეგებს მიიღებს. ამასთან, მათი თქმით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, ვინ დგას ქვეყნის სამსახურში და ვინ პარსავს ქვეყანას.

ბიზნესის გაერთიანება არის დღეს მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ბიზნესი დღეს გაყოფილია პოლიტიკური არასწორი მმართველობის შემთხვევაში ყოველტვის იყოფა, როცა ერთი პოლიტიკური ალა მართავს, ქვეყანაში ინსტიტუციები არ არსებობს, რის გამოც უკვე პრობლემაა ინვესტიციების შემოდინება და ეს სიჩუმეც არის გამოწვეული იმისთვის, რომ ბევრს ეშინია, მასზე მთავრობა გარკვეული ბერკეტები არ გამოიყენოს. ის ნაწილი, რომელიც ემსახურება ამ ქვეყანას და დოვლათს ვქმნით და გვინდა, ქვეყანა სწორად განვითარდეს, გვესხმება ეს ჭუჭყიანი წყალი, რომელშიც ჩვენ დღეს არ ვცურავთ და არ ვმონაწილეობთ. ყველას დაერქვას თავისი სახელი. ის, ვინც დოვლათს ქმნის და ქვეყანას აშენებს, იცოდეს საზოგადოებამ ვინ არის და ქვეყანას ვინც პარსავს, ისიც იცოდეს ვინ არის.რამდენიმე თვეში ეკონომიკა ჩამოგვეშლება და მთლიანად რომ ჩამოიშლება, ალბათ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც დღეს ვერ იგებს რა მოხდება, ისიც მერე გამოფხიზლდება, ოღონდ იმ ორმოდან ამოსვლა ძალიან ძვირი დაუჯდება საზოგადოებას, - ამბობს ICR კგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე კახა ხაზარაძე.

მსგავსი სიახლეები