ავტობუსის მძღოლი, მანქანის შემკეთებელი - "ოცნების" დიდი ფულის ღარიბი შემომწირველები
"ქართული ოცნება" ბიზნესს არეკეტებს. შაბათის ეთერმა აუდიო ჩანაწერი მოიპოვა, რომლითაც დასტურდება, რომ სამცხე-ჯავახეთში "ქართული ოცნება" მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს არეკეტებს.
"ოცნების" ერთ-ერთი შემომწირველი ავტომანქანის ნაწილების მანქანის მეპატრონე კარენ ფუთულიანია, რომელმაც "ქართულ ოცნებას" 5000 ლარი გადაურიცხა. კარენს ნინოწმინდაში ავტონაწილების მაღაზია აქვს. დაახლოებით ორი კვირა უნდა იმუშაოს, რომ გაყიდული პროდუქციიდან ამდენი მოგება ნახოს. კარენმა და კიდევ ათაზე მეტმა მცირე მეწარმემ ნინოწმინდიდან გადაწყვიტა ერთ დღეს ფული მმართველი პარტიისთვის ეჩუქებინა. არჩევნებზე თანხა გადაარიცხეს მცირე მეწარმეებს და სასურსათო ჯიხურების მფლობელებმაც.
"შაბათის ეთერმა" მოიპოვა მტკიცებულებები, სადაც მაღაზიების პროფილაქტიკების და მცირე საწარმოების მფლობელები აღიარებენ, რომ მმართველი პარტიის ანგარიშზე ფულის ჩაირცხვა სუსმა დაავალა და სახელწმიფო უსაფრთხობის სამსახურის თანამშრომლები სანაცვლოდ მომავალში კეთილდღეობას დაპირდნენ.
არმენ გრიგორიანის ახალქალაქელი ბიზნსესმენია. მან ქართული ოცნების ანგარიშზე 5000 ლარი ჩარიცხა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გრიგორიანმა ფული, რომელიმე პარტიას აჩუქა. შაბათის ეთერის ჟურნალისტი მას "ქართულ ოცნების" წარმოამდგენლად გაეცნო, რის შემდეგაც მან დაადასტურა, რომ მცირე მეწარმეები შეხვედრაზე სუსმა დაიბარა. გრიგორიანის თქმითვე, მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაავალა, მმართველი პარტიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა.
შაბათის ეთერი მმართველი პარტიის სახელით კიდევ 20-მდე ბიზნესმენს დაუკავშირდა, ყველა მათგანმა დაადასტურა, რომ ფულის ჩარიცხვას სუსი სთხოვდა.
15 დღეში სამცხე-ჯავახეთიდან რეგიონიდან პირდაპირი და არაპირდაპირი გადარიცხვევით პარტიის ანგარიშზე 714 ათასი ლარი გადაირიცხა. აუდიტის სამსახურის ოფიციალური გვერდიდან ვიგებთ, რომ აგვისტოს დასაწყისში რეგიონიდან "ოცნებას" თითქმის მილიონი 87-მა ფიზიკურმა და 5-მა იურიდიუმა პირმა ჩაურიცხა.
სოფელ კუმურდოში, ავტობუსის მძღოლმა მჰერ ჰარუთუნიანმა მმართველ პარტიას თვითმმართველობის არჩევნების წინ 5000 ლარი აჩუქა. ჰარუთუნიანმა აღიარა რომ 5000 ლარი მას სიზმარშიც არ აქვს ნანახი.თანხა კი მის ძმაკაცს ეკუთვნის, რომელიც საპატიმროშია, ახალქალაქის ცენტრში მდებარე კაზინოს ფლობს და მეგობარს "ოცნების" ანგარიშზე ბიზნესის ხელშეუხებლობის გამო ფული არჩევნებზე აჩუქა.