ევროკავშირის საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას იწყებს - "რადიო თავისუფლება"
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიას ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების შესახებ ოფიციალური წინადადების მომზადება დაავალა.
მათივე ცნობით, ევროკავშირის საბჭოში ამას მხარი დაუჭირა კვალიფიციურმა უმრავლესობამ, ევროკომისიამ კი უკვე დაიწყო საკითხზე მუშაობა და შესაბამის დოკუმენტს უახლოეს დღეებში მოამზადებს.
რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, ევროკომისიას ამასთან დაკავშირებით უკვე დაწყებული ჰქონდა მუშაობა და ოფიციალურ დოკუმენტს უახლოეს დღეებში წარადგენს.
ცნობისთვის, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება, სადაც საქართველოს საკითხზეც მსჯელობენ.