უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციებს ბლოკავენ, თუმცა ევროკომისია განსახილველად წამოაყენებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას ქართველი დიპლომატებისთვის - იოზვიაკი
"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საქართველოს შესახებ დებატები დასრულდა.
მისივე ცნობით, უნგრეთმა და სლოვაკეთმა "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის დასანქცირების პროცესი დაბლოკეს, თუმცა იოზვიაკის განმარტებით, ევროკომისია ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას განსახილველად წამოაყენებს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საქართველოს შესახებ დებატები დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციებს ბლოკავენ. თუმცა, ევროკომისია განსახილველად წამოაყენებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას ქართველი დიპლომატებისთვის, შესაძლოა ამ კვირაში. ამისთვის კვალიფიციური უმრავლესობა არის“, - წერს რიკარდ იოზვიაკი.