პოლიტიკური ვერდიქტი "ოცნებას" - ევროკავშირი ივანიშვილის გუნდის ლიდერებისთვის უვიზო მიმოსვლას აუქმებს

16.12.24 20:31
პოლიტიკური ვერდიქტი "ოცნებას" - ევროკავშირი ივანიშვილის გუნდის ლიდერებისთვის უვიზო მიმოსვლას აუქმებს

ევროკავშირი "ოცნების" ლიდერებისთვის უვიზო მიმოსვლას აუქმებს - ივანიშვილის პარტიის ლიდერები და მათი ოჯახის წევრები პრივილეგიებს ემშვიდობებიან. ხალხი უვიზოდ ივლის, მათ კი ვიზის გრძელ რიგებში დგომა მოუწევთ.

ეს არის პირველი სანქცია, რომელსაც ბრიუსელი გამოაცხადებს. კაია კალასი სანქციების სიით ხელში ევროპული საბჭოს შენობაში მას შემდეგ მივიდა, რაც ევროგაერთიანების წევრმა სახელმწიფოებმა ივანიშვილის არაღიარებული რეჟიმისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით მიმართეს.

კალასმა მინისტერიალის დაწყებამდე დაადასტურა, რომ უკვე არსებობს შავი სია, რომელზეც მინისტრები იმსჯელებენ, რადგან ადამიანის უფლებების მასიური დარღვევა უპასუხოდ ვერ დარჩება.

რამდენიმე საათიანი მსჯელობის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის სრულ მასშტაბიანი სანქციების მოთხოვნა დაბლოკა უნგრეთმა და სლოვაკეთმა, თუმცა დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებას ყველას თანხმობა არ სჭირდება.

საქართველოს საკითხი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს დღის წესრიგში დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის შემდეგ, ოლიგარქის რეჟიმს სანქციებს ევროკავშირის ქვეყნები ინდივიდუალურად დაუწესებენ. 

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები