ევროკავშირი "ოცნებას" ადამიანების ციხეში უკანონოდ გამოკეტვას არ პატიობს - ისტორიაში პირველად, ქვეყანას სანქცირებული პრემიერი მართავს
ევროკავშირი "ქართულ ოცნებას" ადამიანების ციხეში უკანონოდ გამოკეტვას არ პატიობს - ესტონეთის მიერ გამოცხადებულ სანქცირებულთა 14-კაციან სიაში 6 მოსამართლეა. ცნობილია პოლიტიკური დირექტივების შემსრულებელი მოსამართლეები, რომლებიც ევროპული მომავლის მცველებს გისოსებს მიღმა კეტავდა.
სიის სათავეში კობა ჩაგუნავა, ნინო ენუქიძე, ლელა მილდენბერგი, ლელა ცაგარეიშვილი, მანუჩარ ცაცუა და ზვიად ცეკვავაა. ცეკვავა სასამართლოში პირველ ოქტომბერს განამწესეს და მას სულ რაღაც თვე-ნახევარი დასჭირდა დასანქცირებისთვის.
დასანქცირებულ მოსამართლეებთან ერთად საქართველოს ჰყავს სანქცირებული პრემიერი, საქნიცირებული მთავარი პროკურორი, დაისაჯა კარლო კაციტაძეც. არც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შეფს შერჩა თაროზე შემოდებული ძალადობის საქმეები.
სანქციების დაწესებას ირაკლი კობახიძე პროვოკაციას უწოდებს. ესტონეთის და ლიეტუვას მთავრობის მიღებულ გადაწყვეტილებას დე ფაქტო მთავრობის მეთაური წყალტუბოდან გამოეხმაურა. საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ქვეყანას მართავს სანქცირებული პრემიერი.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.