თავისუფალი ბიზნესი "ოცნების" წინააღმდეგ - საქართველოში ახალ არჩევნებს 370-ზე მეტი კომპანია ითხოვს
საქართველოში ახალ არჩევნებს 370-ზე მეტი კომპანია ითხოვს - რეჟიმის წინააღმდეგ მოთხოვნას დღეს მსხვილი ბიზნესი შეუერთდა, მათ შორის არის საკომუნიკაციო ბაზრის ლიდერი "მაგთიკომი", ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი "პსპ" და რითეილ ბაზრის ლიდერი "აი სი არი".
ბიზნესი ჩუმად ყოფნას აღარ აპირებს და საათობრივად, ერთმანეთის მიყოლებით იზრდება თავისუფალი ბიზნესის ჩამონათვალი, ვინც ახალი არჩევნების დანიშვნას და პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.
თავისუფალი ბიზნესის პლატფორმა ყველაზე უკეთ აჩვენებს, ვინ მიდის რეჟიმის წინააღმდეგ. მოთხოვნებს უერთდება კრიპტო ბაზარი, საგამომცემლო სახლი პალიტრა და სადაზღვევო ბაზრის ლიდერი ჯიპიაი ჰოლდინგი, რომელიც ამ სექტორის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა. ეს კომპანიები მიიჩნევენ, რომ კრიზისის გამწვავება ქვეყანას ძვირი დაუჯდება.
თავისუფალი ბიზნესებისთვის ცალკე პლატფორმა შეიქმნა - აქ მოიყრის თავს ყველა, ვინც "ქართული ოცნების" ნაბიჯებს დუმილით არ ხვდება. ღვინის და სამშენებლო ბიზნესიც უერთდება მოთხოვნებს, მათ შორის კომპანია "არსი".
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.