"მივესალმები ევროკავშირის ფართო მხარდაჭერას ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო მოთხოვნების დაწესების შესახებ" - ველდკამპი
"მივესალმები ევროკავშირის ფართო მხარდაჭერას ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო მოთხოვნების დაწესების თაობაზე" - ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი სოციალურ ქსელში წერს.
კასპარ ველდკამპი საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას გმობს და აღნიშნავს, რომ ნიდერლანდები პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოწოდებას გააგრძელებს.
საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია. მივესალმები ევროკავშირის ფართო მხარდაჭერას ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო მოთხოვნების დაწესების შესახებ, რაც მკაფიო სიგნალს წარმოადგენს. ჩვენ ასევე ვაძლიერებთ ჩვენს ძალისხმევას სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად ნიდერლანდები პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოწოდებას გააგრძელებს და მზად არის ქართველ ხალხს ორმხრივი მხარდაჭერა აღმოუჩინოს. ეს მოიცავს ჟურნალისტებისთვის დამცავი აღჭურვილობის მიწოდებას, როგორიც აირწინაღებია, რათა მათ თავიანთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება შეძლონ“, - წერს კასპარ ველდკამპი.
შეგახსენებთ, მანამდე ''რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საქართველოს შესახებ დებატები დასრულდა და უნგრეთმა და სლოვაკეთმა "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის დასანქცირების პროცესი დაბლოკეს, თუმცა ევროკომისია ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას განსახილველად წამოაყენებს.