ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი დაიბარა
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი ესტონეთში, ზურაბ ხამაშურიძე მშვიდობიან დემონსტრანტებსა და მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობასა და ესტონეთის შესახებ "ოცნების" მტრული განცხადების თაობაზე სასაუბროდ დაიბარა.
გამოვიძახეთ საქართველოს ელჩი, რათა დისკუსია გაგვემართა საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობისა და ესტონეთის შესახებ "ოცნების" განცხადების თაობაზე.
სამწუხაროა, რომ ქვეყანა, რომელსაც მხარს უჭერს ესტონეთი მრავალი წლის განმავლობაში, ჩვენი სუვერენიტეტის შესახებ მტრულ და რუსულ რიტორიკას იყენებს", - წერს მარგუს ცაჰკნა.
ცნობისთვის, 15 დეკემბერს ლიეტუვამ და ესტონეთმა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებსა და გარემოცვის წევრებს სანქციები დაუწესა. ივანიშვილის გუნდის წევრების შავ სიაში შეყვანას საქართველოს მთავრობა ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.