თბილისის მეტროში "კაცები შავებში" იგინებიან, იმუქრებიან და ძალადობას ავრცელებენ - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისის მეტროში გამოჩენილ ე.წ. ტიტუშკებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
ქვეყნის მთავარსარდალი აღნიშნავს, რომ "კაცები შავებში" იგინებიან, იმუქრებიან და ძალადობას ავრცელებენ.
თბილისის მეტროში „კაცები შავებში“ იგინებიან, იმუქრებიან და ძალადობას ავრცელებენ. მოქალაქეების დასაცავად არც პოლიცია და არც სამართალდამცავები არიან!“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.
თბილისის მეტროში ე.წ. ტიტუშკები გამოჩნდნენ - ნიღბიანი პირები ახალგაზრდებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და აგრესიულობით გამოირჩევიან.