კანონის ცვლილება სასწრაფო წესით - საჯარო მოხელეების წინააღმდეგ ახალი ზეწოლა იწყება

16.12.24 21:45
კანონის ცვლილება სასწრაფო წესით - საჯარო მოხელეების წინააღმდეგ ახალი ზეწოლა იწყება

"ქართული ოცნება" ნგრევის პირას მისული რეჟიმის რეპრესიებით გადარჩენას ცდილობს - საჯარო მოხელეების წინააღმდეგ ახალი ზეწოლა იწყება. ერთპარტიულმა პარლამენტმა კანონი სასწრაფო წესით ისე შეცვალა, რომ საჯარო მოხელეების დაცვის ყველა მექანიზმი გაანადგურეს. 

მაგალითად, დეპარტამენტის და სამსახურის უფროსები და მათი მოადგილეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელმძღვანელს ან მინისტრს ნებისმიერ დროს შეეძლება მათი სამსახურიდან გაშვება. 

ბრუნდება უკონკურსოდ დანიშვნის წესიც. ახალ ხელმძღვანელს უფლება ექნება, საჯარო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე ხელშეკრულებით, უკონკურსოდ დანიშნოს პირები. მათ არა მხოლოდ კონკურსში მონაწილეობა არ მოეთხოვებათ, არამედ უმაღლესი განათლებაც და სახელმწიფო ენის ცოდნაც კი არ იქნება სავალდებულო. 

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები