აშშ მზად არის, მომავალ კვირებში "ქართული ოცნების" ჩინოვნიკებს სანქციები დაუწესოს - რაუფოღლუ
თეთრი სახლის ჟურნალისტს, ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, მომავალ კვირებში "ქართული ოცნების" ჩინოვნიკებს სანქციები დაუწესოს.
ალექს რაუფოღლუს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის ბრიფინგიდან ამონარიდი მოყავს.
როგორც განვაცხადეთ, სწორედ ამაზე ვმუშაობთ" - თქვა მილერმა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 20-მდე ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.