გვარამია: "ყველას ესმის, რომ "ოცნება" დასრულებულია - ჩვენ მხარეს სიმართლე დგას"
კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, რომელმაც მარნეულის იზოლატორი 16 დეკემბერს დატოვა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება.
პოლიტიკოსი "პირველებთან" აცხადებს, რომ ""ქართული ოცნება" დასრულებულია და ეს ბიძინა ივანიშვილსაც კარგად ესმის".
მისივე თქმით, საქართველოში მიმდინარე სისხლიან მოვლენებსა და საგარეო კურსის ცვლილებას არცერთია ადამიანი არ და ვერ შეეგუება - "ჩვენ მხარეს სიმართლე დგას და ჩვენი რწმენა წინაპრების დანატოვარს შეესაბამება".
გული მწყდება იმაზე, რომ ამ დღეების განმავლობაში ვერ ვუერთდებოდი აქციას. რეალურად ასეთი პროტესტი ამ ქვეყანაში არ ყოფილა არასდროს. განგრძობითია უამრავი ადამიანი მონაწილეობს, ხალხი ერთიანად აკეთებს ამას. პოლიტიკოსები, ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლები აქ ვართ ყველანი ერთნაირა , როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები და პატრიოტები. ჩვენს მხარეს სიმართლეა და ჩვენი რწმენა შეესაბამება ჩვენი წინაპრების დანატოვარს და ჩვენი მომავალი თაობების სურვილს. ყველაფერი გამოგვივა, ყველას ესმის, რომ ''ქართული ოცნება'' დასრულებულია დარწმუნებული ვარ, რომ ეს ივანიშვილსაც ესმის. ახლა საკითხი არის გამძლეობაზე და თანმიმდევრულობაზე, მეტი არაფერი არ დარჩა.
ამას, რასაც ჩვენ ვხედავთ, ვერავინ ვერ შეეგუება და ''ქართულ ოცნებას'' უნდა ესმოდეს, რომ დასავლეთი მათ მიმართ საკმაოდ კეთილგანწყობილი იყო და დასავლეთის წვლილი არის, რომ ''ქართული ოცნება'' დღემდე ხელისუფლებაშია, ორჯერ უფრო მძიმედ დაისჯება "ქართული ოცნება"", - ამბობს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, 12-დღიანი პატიმრობის შემდეგ, ნიკა გვარამიამ მარნეულის იზოლატორი 16 დეკემბერს დატოვა.
ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით 4 დეკემბერს ძალადობრივად დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.