"ჩვენს ოფისს ჭავჭავაძეზე პოლიცია უტრიალებს'' - ელენე ხოშტარია
კოალიცია ''ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რომ ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ოპოზიციური გაერთიანების ოფისს ''პოლიცია უტრიალებს''.
ჩვენ ოფისს ჭავჭავაძეზე ახლა პოლიცია უტრიალებს მომწერეს. მაგ ოფისში გვქონდა მხოლოდ სენდვიჩები და ყავა, თსუ-ს აქციებისთვის. პიროტექნიკა სახლში მაქვს. ნიკოლაძის 3 ნომერში. თუ გეახალწლებათ მობრძანდით. მანდ არაფერი არ გვაქვს. თუ მაინც გინდათ შესვლა დამირეკეთ გამოგისეირნებთ," - წერს ელენე ხოშტარია.