ლატვიის საგარეო: EU-ს ქვეყნები გამონახავენ გზებს, რომ შეზღუდვები ეროვნულ დონეზე დააწესონ

17.12.24 12:15
ლატვიის საგარეო: EU-ს ქვეყნები გამონახავენ გზებს, რომ შეზღუდვები ეროვნულ დონეზე დააწესონ

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოზე მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათი თქმით, EU-ს ქვეყნები გამონახავენ გზებს, რომ შეზღუდვები ეროვნულ დონეზე დააწესონ: 

"ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობას ჰქონდა საერთო გაგება იმ საჭიროებაზე, რომ დაწესდეს მოგზაურობის აკრძალვა ასევე პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან [საქართველოში] მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე. ევროკავშირის წევრი ქვეყნები გამონახავენ გზებს, რომ [ქვეყანაში] შესვლაზე შეზღუდვები ეროვნულ დონეზე დააწესონ". - წერია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოსტში, რომელიც X-ზე გავრცელდა.

მსგავსი სიახლეები