სააკაშვილმა და „ნაცმოძრაობამ“ ერთხელ დაანგრიეს ქვეყანა, ამის უფლებას აღარ მივცემთ - ღარიბაშვილი
"სააკაშვილმა და „ნაცმოძრაობამ“ ერთხელ დაანგრიეს ქვეყანა, ამის უფლებას აღარ მივცემთ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ონის მერობის კანდიდატის, სერგო ხიდეშელის წარდგენისას განაცხადა.
„სააკაშვილმა და „ნაცმოძრაობამ“ ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა, დაკარგეს ტერიტორიები, ჩვენ ამის გაკეთების უფლებას ხელმეორედ აღარ მივცემთ, მეგობრებო. საჭირო არის მშვიდად, სტაბილურად, მტკიცედ ქვეყნის მართვა, განვითარება და მხოლოდ განვითარებაზე ზრუნვა. მხოლოდ ეკონომიკის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის დაძლევა - აი, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი და ჩვენი მთავარი საქმე“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.