სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლების მენიუ "ქართულ ოცნებას": "ცეცხლი ჭამეთ"

17.12.24 13:36
სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლების მენიუ "ქართულ ოცნებას": "ცეცხლი ჭამეთ"

"ცეცხლი ჭამეთ" - მსგავსი შინაარსის ბანერი გაშალეს სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებმა თბილისში, ე.წ. დეზერტირების ბაზარში გამართულ აქციაზე. 

კულინარიული სფეროს წარმომადგენლების მთავარი მოთხოვნა, ახალი არჩევნების ჩატარება და რეჟიმის პატიმრების ახალ წლამდე გათავისუფლება. 

თავისუფლება უკანონოდ დაჭერილებს, ახალი და სამართლიანი არჩევნები, ევროპული ინტეგრაცია - ასეთია კულინარიული სფეროს წარმომადგენლების მენიუ. 

თამარ მეფის გამზირზე შეკრებილები, მსველობას პარლამენტის შენობის მიმართულებით გამართავენ. 

მსგავსი სიახლეები