გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე "ოცნებას“ მოუწოდებს, ყველა რელევანტურ პირთან ეროვნული დიალოგი დაიწყოს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპის საკითხებში ანა ლიურმანი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დაიწყოს ეროვნული დიალოგი ყველა რელევანტურ პირთან საქართველოში.
განცხადება ანა ლიურმანმა ბრიუსელში, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს დაწყებამდე გააკეთა.
ძალიან შეშფოთებული ვარ იმ ძალადობით, რომელიც საქართველოში ვნახეთ - თქვა მინისტრმა.
ძალიან შეშფოთებული ვარ იმ ძალადობით რომელიც საქართველოში ვნახეთ. ძალადობა მშვიდობიანი პროტესტანტების, ჟურნალისტების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ღრმად შემაშფოთებელია.
დღეს ვისაუბრებთ საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სადაც დავგმობთ "ქართული ოცნების" ქმედებებს. ჩვენ ვმუშაობთ კონკრეტულ სანქციებთან დაკავშირებით იმ ინდივიდების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბრუტალურ ძალადობაზე და მიდგომაზე პოლიტიკოსების წინააღმდეგ.
მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას" დაიწყოს ეროვნულ დონეზე დიალოგი რელევანტურ ფიგურებთან საქართველოში. რადგან აშკარაა, რომ "ქართული ოცნების" ამჟამინდელი ქმედებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კანდიდატის სტატუსის და მიზანს, რომელიც ჩაწერილია კონსტიტუციაში.“, - თქვა ლიურმანმა.