პანიკაში მყოფმა "ოცნებამ" ადამიანების გატაცების და უსაფუძვლოდ დაკავებების დაკანონება გადაწყვიტა - ლევან სამუშია
"ძლიერი საქართველოს" წევრი ლევან სამუშია ამბობს, რომ პანიკაში მყოფმა "ოცნებამ" ადამიანების გატაცების და უსაფუძვლოდ დაკავებების დაკანონება გადაწყვიტა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განმარტებით, ივანიშვილის ხელისუფლება ხედავს, რომ საქართველოს მოქალაქეების სამართლიან პროტესტს ვერ აჩერებს და ახლა მათთან საბრძოლველად ახალ გზებს ეძებს.
სამუშიას თქმით, აღნიშნუშნული ცხადყოფს, რომ "ოცნება" მარცხდება და რუსული პოლიტიკური ძალა საქართველოში ვერასდროს იბოგინებს.
პანიკაში მყოფმა რუსულმა პოლიტიკურმა ძალამ ადამიანების გატაცების დაკანონება გადაწყვიტა და ფიქრობს, რომ ამით შეაჩერებს საქართველოს მოქალაქეების სამართლიან პროტესტს. საუბარია იმაზე, რომ ე.წ პარლამენტი, ხელისუფლების მიმთვისებელი პოლიტიკური ძალა, აძლევს პოლიციას უფლებას, რომ სრულიად უმიზეზოდ, ყოველგვარი კანონის, კონსტიტუციის, საერთაშორისო შეთანხმებების, რომლებიც მათ არ აინტერესებთ, გათვალისწინების გარეშე შეუძლიათ ადამიანები გააჩერონ, დააკავონ უმიზეზოდ. აქამდე თუ ვსაუბრობდით, რომ რუსული პოლიტიკური ძალა, ხელისუფლების მიმტაცებელი პოლიტიკური ძალა, ადამიანებს უკანონოდ იტაცებდა და ატყვევებდა, პანიკაში მყოფი "ოცნება", რომელმაც იცის, რომ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ვერაფერი გაუვა, გადავიდა ადამიანების უმიზეზოდ გაჩერებაზე, დაკავებაზე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ისინი მარცხდებიან და რუსული პოლიტიკური ძალა საქართველოში ვერასდროს იბოგინებს!, - ამბობს ლევან სამუშია.