ტობიას კრემარი: მოდით, რეალური სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც ავიწროებს საკუთარ მოქალაქეებს
მთავრობა, რომელმაც გააყალბა არჩევნები, ახლა საკუთარ მოსახლეობას არბევს - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ტობიას კრემარმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებზე განაცხადა.
მისი თქმით "ქართული ოცნება" ცდილობს, ევროპული დემოკრატია, ბელორუსული სტილის ავტორიტარული რეჟიმით შეცვალს.
ყპფილი მაღალჩინოსანი ამბობს, "ოცნებამ" ყველაფერი "რუსული სახელმძღვანელოდან" გადმოიღო.
ეს არის რუსული სახელმძღვანელოდან გადმოტანილი - დეზინფორმაცია, მანიპულაცია , ძალადობა და წამებაც კი. ქართველი ალხი თავიანთი თავისუფლებისთვის და მომავლისთვის იბრძვის. ქართველი ხალხი მათ სიცოცხლეს სწირავენ ამ ლურჯი დროშისთვის, რომელზეც ოქროსფერი ვარსკვლავებია გამოსახული. ხალხი ჩვენთან მოვიდა, აფრიალებდნენ ევროკავშირის დროშას და გვეკითხებოდნენ სად არის ევროპა. მეგობრებო, ქართველი ხალხის თვალები ჩვენკენაა მომართული. მოდით, მათ ვაჩვენოთ, რომ ევროკავშირს მოქმედება შეუძლია. მოდით, რეალური სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც ავიწროებს საკუთარ მოქალაქეებს. მოდით მივესალმოთ აქ, ამ დარბაზში სალომე ზურაბიშვილს, რომ გამოვიდეს სიტყვით და მოგმართოს.