ეს არის დიდი ტყუილი, ცილისწამება – კალაძე ბიძინა ივანიშვილის ფარულ ჩანაწერებზე

05.09.21 15:16
ეს არის დიდი ტყუილი, ცილისწამება – კალაძე ბიძინა ივანიშვილის ფარულ ჩანაწერებზე

თბილისის მერი, კალა კალაძე  გუშინ, ტვ პირველის ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა და მას ფალსიფიცირებული უწოდა.

უფრო მაგრად შეგეძლოთ ეს ყველაფერი დაგეჭრათ, მიგეწებებენ-მოგეწებებინათ, ტექნოლოგია ისეა განვითარებული, ფალსიფიცირება შეგეძლოთ უფრო კარგად გაგეკეთებინათ. საერთოდ არ მაინტერესებს ამ სისულელეებზე კომენტარის გაკეთება, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, სიცრუე", - თქვა  კალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ ტვ პირველის შაბათის ეთერში სკანდალური ფარული ჩანაწერები გავიდა, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის კავშირები რუსეთთან დასტურდება. ჩანაწერი შაბათის ეთერის საგამოძიებო გუნდმა მოიპოვა და ის 2008 წლის სექტემბრით თარიღდება.

მსგავსი სიახლეები