დანიშნეთ არჩევნები და გაათავისუფლეთ პატიმრები - ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების აქცია
დანიშნეთ არჩევნები და გაათავისუფლეთ პატიმრები - ამ მოთხოვნით პარლამენტთან დგანან ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებიც.
ადამიანები, ვინც ყოველ დღე მუშაობენ, რომ საქართველო გახადონ საინტერესო და მიმზიდველი უცხოელებისთვის, ახლა სამუშაო ოფისებიდან გამოდიან და ქვეყნის გადარჩენისთვის ქუჩაში დგანან. ისინი რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობით მივიდნენ.