“საქართველოსთვის სოლიდარობის ფართო კოალიცია გვჭირდება. მოქმედების დროა“ - როთი
გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობას “ქართული ოცნების” წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ “საქართველოსთვის სოლიდარობის ფართო კოალიცია გვჭირდება.“
“მოქმედების დროა!”, - წერს როთი.
პირველად არ ხდება, რომ სლოვაკეთისა და უნგრეთის მთავრობებმა ავტორიტარული რეჟიმების კეთილგანწყობა მოიპოვეს და ევროკავშირში როგორც რუსეთის მარიონეტებმა იმოქმედეს. ახლა თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსთვის სოლიდარობის ფართო კოალიცია გვჭირდება. მოქმედების დროა!” , - წერს როთი.