ევროპარლამენტი "ოცნების" ქმედებებზე მკაცრ რეაგირებას ითხოვს - სტრასბურგში მიიწვიეს სალომე ზურაბიშვილიც
სტრასბურგში სალომე ზურაბიშვილს ელოდებიან. ხვალ ევროპარლამენტს საქართველოს პრეზიდენტი მიმართავს. არალეგიტიმურ ხელისუფლებას ევროპა არ აღიარებს. ზურაბიშვილი არის ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი და ასე დარჩება 29 დეკემბრის შემდეგაც - ასეთია ევროპელი დეპუტატების პოზიცია. საქართველოს დასახმარებლად ახალი არჩევნების გარდა სხვა გზას ვერ ვხედავთ - ევროპარლამენტი ქართველი ხალხის მოთხოვნებს უერთდება.
"დაასანქცირეთ რეჟიმი" - ეს ფრაზა დღეს ყველაზე ხშირად ისმოდა ევროპარლამენტში. ტრიბუნასთან იდგნენ ის ევროპელი დეპუტატებიც, რომლებმაც პირადად ნახეს რა ხდება თბილისში და მთელს ქვეყანაში. სტრასბურგი სწრაფ და მკაცრ რეაგირებას ითხოვს. ეს არის ბრძოლა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის, ამიტომ ევროპარლამენტარები მოუწოდებენ სახელმწიფოების მეთაურებს, საგანგებო მისიით ჩავიდნენ თბილისში.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.