"ოცნების" ლიდერებისთვის ევროპის კარი იხურება - EU-ს 7 სახელმწიფო მზადაა, ივანიშვილის ხელისუფლებას სანქციები დაუწესოს
დედაქალაქის მერი ამჯერად დასანქცირებას ვეღარ უარყოფს. მისი დიპლომატიური პასპორტი გაყინულია, თუმცა კალაძე იხტიბარს არ იტეხს და თავს ისე წარმოაჩენს, თითქოს მშვიდადაა.
თუმცა, ასეთი თავდაჯერების საფუძველს ევროკომისიის გადაწყვეტილება არ იძლევა. აიღებს თუ არა კალაძე ევროკავშირის ვიზას, ჯერ კიდევ საკითხავია. თუ ევროკავშირი მას პიროვნულად დაასანქცირებს, ვერც ვიზის რიგში დგომა უშველის და ვერც იტალიაში ბინადრობის უფლება. ის ევროპის ტერიტორიაზე პერსონა ნონგრატად გამოცხადდება და ვეღარასდროს შევა.
დიპლომატიური პასპორტის მფლობელი ქვეყანაში ოფიციალური პირები არიან. პრემიერი, პრეზიდენტი, მინისტრები, პარლამენტარები, მოსამართლეები, პროკურორი, ცესკოს თავმჯდომარე და ა.შ. სია გრძელია. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან კვალიფიციურმა უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ მათ და მათმა მეუღლეებმა უნდა დაკარგონ პრივილეგიები, რომლითაც დიპლომატიური პასპორტებით სარგებლობდნენ.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.