დიპლომატიური სამსახური “ოცნებამ” გადააქცია ნათესავების დასაქმების ბიუროდ - სამადაშვილი

05.09.21 17:06
დიპლომატიური სამსახური “ოცნებამ” გადააქცია ნათესავების დასაქმების ბიუროდ - სამადაშვილი

"ფრაქცია "ლელოს" წევრი, სალომე სამადაშვილი დიპლომატიურ უწყებებში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პოლიტიკური ნიშნით შერჩეული კადრების დასაქმების ფაქტს გამოეხმაურა. სამადაშვილი მიიჩნევს, რომ დიპლომატიური სამსახურის დასუსტება სწორედ ოკუპანტი რუსეთის ინტერესებშია.

დიპლომატიური სამსახური “ქართულმა ოცნებამ” გადააქცია საკუთარი პოლიტიკური მოკავშირეების, ახლობლების, ნათესავების დასაქმების ბიუროდ. ივანიშვილი დიდი ხანია სრულ კოორდინაციაში მოქმედებს რუსეთის ხელისუფლებასთან, რუსეთის დღის წესრიგში არის სწორედ ჩვენ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა, მათ შორის დიპლომატიური სამსახურის დაკნინება, იმიტომ რომ ჩვენი ფრონტის ხაზი , მათ შორის ოკუპაციასთან დაკავშირებით, სწორედ გადის დიპლომატიურ ურთიერთობებზე”, - ამბობს სალომე სამადაშვილი.