რუმინეთმა კობახიძის რეჟიმი ამხილა- რა წერია განცხადებაში

17.12.24 20:36
რუმინეთმა კობახიძის რეჟიმი ამხილა- რა წერია განცხადებაში

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირაკლი კობახიძის რეჟიმი ამხილა და იმედგაცრუება გამოთქვა იმაზე, რომ “ევროკავშირის შიდა დისკუსიები არასწორად და არაზუსტად იქნა წარმოდგენილი.“

მათი თქმით, რუმინეთი კიდევ ერთხელ გამოხატავს ძლიერ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე ევროკავშირში გაწევრიანების გადაწყვეტილებასა და კანონიერი პროტესტის ძალადობრივი რეპრესიების შესახებ.

“კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენი ძლიერი შეშფოთება ქართველი ხალხის ლეგიტიმური პროტესტების ძალადობრივი ჩახშობის გამო“, - წერს საგარეო უწყება სოციალურ ქსელში.

ღრმა იმედგაცრუებას გამოვთქვამთ იმაზე, რომ ევროკავშირის შიდა დისკუსიები არასწორად და არაზუსტად იქნა წარმოდგენილი. ვსარგებლობთ ამ შესაძლებლობით, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი ძლიერი შეშფოთება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე ევროკავშირში გაწევრიანების დიალოგთან დაკავშირებით და ქართველი ხალხის ლეგიტიმური პროტესტების ძალადობრივი ჩახშობის გამო", - წერს უწყება X-ზე.

ირაკლი კობახიძემ 5 ქვეყანას მადლობა გადაუხადა, რომლებმაც, მისი თქმით, ევროკავშირის საბჭოზე საქართველოს პოზიცია დაიცვეს. კობახიძის ჩამონათვალში ერთ-ერთი რუმინეთიც აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები