პროვოკაციები გრძელდება, ეს არის “ქართული ოცნების“ სტილი - ჯაფარიძე ვაშაძეზე თავდასხმაზე

17.12.24 22:48
პროვოკაციები გრძელდება, ეს არის “ქართული ოცნების“ სტილი - ჯაფარიძე ვაშაძეზე თავდასხმაზე

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ გიორგი ვაშაძეზე თავდასხმის მცდელობა, “ქართული ოცნების“ მხრიდან პროვოკაციაა და მსგავს მცდელობებს თავი უნდა აარიდონ.

“ოცნების ამოცანაა, როგორმე დაძაბოს სიტუაცია“, - ამბობს ჯაფარიძე, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფება.

ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ მსგავსი პროვოკაციები გაგრძელდება, თუმცა მას  სიმშვიდით და ერთიანობით უდნა შეხვდნენ.

პროვოკაციები გგრძელდება, ეს არის “ქართული ოცნების“ სტილი. ჩვენ თავი უნდა ავარიდოთ მსგავს მცდელობებს და სიმშვიდით შევხვდეთ, “ოცნების“ ამოცანაა როგორმე დაძაბოს სიტუაცია.

აქ არის მშვიდობიანი აქცია, ესკალაცია და დაძაბულობის შექმნა მხოლოდ „ოცნებას“ სურს. ამიტომ მას უნდა შევხვდეთ სიმშვიდით და ერთიანობით, რა თქმა უნდა, ეს პროვოკაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ბადრი  ჯაფარიძემ.

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს აქციაზე თავს დაესხნენ.

როგორც პოლიტიკოსი ამბობს, ე.წ ტიტუშკა მისთვის გაურკვეველი საგნის ყელში დარტყმას ცდილობდა, თუმცა ვერ მოახერხა.

მისივე თქმით, მან მოახერხა იმ საგნის წართმევა, რომლითაც თავდამსხმელი დაზიანების მიყენებას ცდილობდა.

მსგავსი სიახლეები