ჩეხეთი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელი მედიას 230 000 ევროს დაფინანსებას გამოუყოფს
ჩეხეთი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვისა და დამოუკიდებელი მედიისთვის 230 000 ევროს ოდენობის დაფინანსებას გამოყოფს.
ამის შესახებ განცხადებას ჩეხეთის საგარეო სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჩეხეთი გმობს საქართველოში ბოლო დროინდელ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და სოლიდარობას უცხადებს ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს.
ჩეხეთი გმობს საქართველოში ბოლო დროინდელ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და სოლიდარობას უცხადებს ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს. დღეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვისა და დამოუკიდებელი მედიისთვის ჩვენს ერთგულებას 230 000 ევროს სასწრაფო დაფინანსების სახით ვუმაგრებთ ზურგს", - ნათქვამია განცხადებაში.