თქვენ ხართ რეალ ტვ, ფაბრიკაცია არის თქვენი ხელწერა- ღარიბაშვილი ტვ პირველის ჟურნალისტს

05.09.21 17:46
თქვენ ხართ რეალ ტვ, ფაბრიკაცია არის თქვენი ხელწერა- ღარიბაშვილი ტვ პირველის ჟურნალისტს

"თქვენ ხართ რეალ ტვ"- ასე მიმართა  პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტვ პირველის ჟურნალისტს, რომლის შეკითხვა გუშინ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებს უკავშირდებოდა. ღარიბაშვილმა ტვ პირველის ეთერში გასულ ჩანაწერებს  ფაბრიკაცია უწოდა. 

თქვენ ხართ რეალ ტვ ჩვეულებრივი, ისეთი როგორიც იყო 2012 წელს ვანო მერაბიშვილის ტელევიზია,  დღეს რა თქმა უნდა, თქვენი მმართველი არის სააკაშვილი, ხაზარაძე და წერეთელი, მაგრამ თქვენ ხართ ჩვეულებრივ "ნაციონალური მოძრაობის" ტელევიზია, "რეალ ტვ". იგივე სტილში მუშაობთ, ფალსიფიკაცია, გაყალბება, ფაბრიკაცია არის თქვენი ხელწერა"

რისი ჩვენება უნდათ მოსახლეობისთვის, რომ პარტიის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს კონტაქტი ჰქონდა და ცდილობდა რუსეთის ელჩთან კონტაქტს? ეს არის შეურაცხყოფა მოსახლეობის, მოსახლეობა კარგად არჩევს ტყუილს და მართალს, თეთრს და შავს", - თქვა ღარიბაშვილმა.