ჩათვალეს პროტესტი მორჩა და დაასახელეს ის ცალტვინა, ამება, ქალამანა- ფოსტალა ყაველაშვილი - ალეკო ელისაშვილი
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მიხეილ ყაველაშვილს “ქალამანა- ფოსტალას“ უწოდებს და ამბობს, რომ მას უფრო მეტი უჯრედი აქვს, ვიდრე ყაველაშვილს.
როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, “ოცნებას“ არ ეგონა, რომ ხალხს ასეთი მძაფრი რეაქცია ექნებოდათ, მაგრამ შეცდნენ და “მოხვდათ ცხვირში“.
ახალი არჩვენები ძალიან მალე დაინიშნება. ამათ ეგონათ ჭავჭავაძეზე უცბად დაგვშალეს, ჩათვალეს პროტესტი მორჩა, გაგვტეხეს, ჩათვალეს არაფერი აღარ ემუქრებოდათ, ამიტომ დაასახელეს ის ცალტვინა, ამება, ქალამანა- ფოსტალა ყაველაშვილი, იმას უფრო მეტი უჯრედი აქვს ვიდრე ყაველაშვილს.
აშკარად ამათ არ ეგონათ, რომ ხალხის ასეთი მძაფრი რეაქცია. ეგონათ გავაუთოვეს, არჩევნების გაყალბება გადაგვაყლაპეს, მაგრამ მოხვდათ ცხვირში“, - განაცხადა ელისაშვილმა.