გამყიდველმა და მოძალადე სააკაშვილმა მთელი სტრატეგიული ობიექტები გადასცა რუსეთს - ღარიბაშვილი

05.09.21 17:51
გამყიდველმა და მოძალადე სააკაშვილმა მთელი სტრატეგიული ობიექტები გადასცა რუსეთს - ღარიბაშვილი

"მოძალადე  და გამყიდველმა სააკაშვილმა მთელი სტრატეგიული ობიექტები გადასცა რუსეთს",  - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა. ღარიბაშვილის შეფასებით, ენმ გარდაუვალი მარცხის გამო, პროვოკაციებს მიმართავს.

გამყიდველმა და მოძალადე  სააკაშვილმა მთელი სტრატეგიული ობიექტები გადასცა რუსეთს, ეს არის რეალური განსხვავება ჩვენს პოლიტიკურ ძალას და თქვენს პოლიტიკურ ძალას შორის, იმდენად უსუსურ მდგომარეობაში არიან ენმ-ს წარმომადგენლები, იციან რომ მარცხდებიან ყველგან, არავითარი თეორიული შანსი არ რჩებათ გარდა ბინძური პროვოკაციისა და ფაბრიკაციისა, დღეს მორიგი სისულელე მოიფიქრეს, თითქოს სერვერებზე შეტევა განვახორციელეთ, ვის რაში სჭირდება თქვენი სერვერები", - თქვა ღარიბაშვილმა.

- ღარიბაშვილი