"ოცნების" ტყუილები საშიშ ფორმებს იძენს - თინა ხიდაშელი

18.12.24 11:14
"ოცნების" ტყუილები საშიშ ფორმებს იძენს - თინა ხიდაშელი

ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" უკვე საშიშ ტყუილებზე გადავიდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ვის თავში მოიხარშა ის ტყუილი, რომელიც გუშინ ირაკლი კობახიძემ გააჟღერა, რადგან სწორედ ეს გასაზღვრავს, რამდენად საფრთხის შემხველი შეიძლება ის იყო. ხიდაშელი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ტყუილების თქმას საერთაშორისო დონეზეც აღარ ერიდება და ეს რუმინეთის, იტალიის და ესპანეთის განცხადებებმაც ცხადყო.

სიმართლე რომ გითხრათ, მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველად გამიჩნდა ერთგვარი შიშის გრძნობა. საერთოდ აღარაფერს მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, ნებისმიერი სცენარი არის ერთმანეთზე უფრო ცუდი. ანუ სცენარი ერთი, როდესაც ეს უბრალოდ, კობახიძემ მოიგონა და გადაწყვიტა, რომ 5 წუთიანი ტყუილით ეცხოვრათ მის მომხრეებს გუშინ. მეორე ვერსიაა, რომ იმდენად წარმოდგენა არ აქვს საქართველოს საელჩოს ევროკავშირში რა ხდება, რომ ეს ისტორია მათ შეთხზეს უფროსის საამებლად და მესამე ვარიანტია, რომ ივანიშვილის თავში იხარშება ეს ტყუილები, ეს წარმოუდგენელი ქვეყნის რეპუტაციის შემლახავი ისტორიები, იმისთვის, რომ მერე „იმედმა“ საღამოს თავის გამოშვებაში, 36 წუთის განმავლობაში აჟიტირებულმა ილაპარაკოს, ჟურნალისტებმა ერთმანეთის მიყოლებით, ექსპერტებმა ერთმანეთის მიყოლებით როგორ იზრდება კობახიძის მხარდამჭერების რიცხვი.თვითმარქვია პრემიერმა სამ დიდ ევროპულ სახელმწიფოს, G7 ქვეყანა სახელმწიფოს, იტალიას მათ შორის, დააბრალა წარმოუდგენელი ტყუილი. ამას არავინ აპატიებდა, რა თქმა უნდა. სად, რომელ თავში მოიხარშა ეს ტყუილი? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ იმის მიხედვით, ეს ვინ მოიგონა, შეგვიძლია, გავსაზღვროთ საფრთხის ხარისხიც, - ამბობს ხიდაშელი.

ირაკლი კობახიძე მთელი მსოფლიოს დასანახად ესპანეთმა, იტალიამ და რუმინეთმა ტყუილში ამხილეს. გუშინ დილით ოლიგარქის პრემიერმა გაავრცელა განცხადება, თითქოს ეს სამი ქვეყნა ევროკავშირის სხდომაზე ივანიშვილის რეჟიმის პოზიციებს იცავდა. პრემიერის ტყუილით შოკირებულმა ჯერ რუმინეთმა, შემდეგ იტალიამ და ესპანეთმა კი კობახის  ნათქვამი ერთმანეთის მიყოლებით უარყვეს და თქვეს, რომ ისინი ქართველი ხალხის გვერდით დგანან.
 

მსგავსი სიახლეები