დიდი სურვილი მაქვს, სააკაშვილი ჩამოვიდეს, გავერთობი ძალიან კარგად - ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ მისი სურვილია ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდეს. ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილს, საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, პატიმრობა ემუქრება.
დიდი სურვილი მაქვს, სააკაშვილი ჩამოვიდეს, გავერთობი ძალიან კარგად, მას შევპირდი, რომ დავახვედრებ ჰალსტუხების ძალიან ლამაზ კოლექციას და შევაბრძანებ ციხეში, გარემონტებულ ციხეში. ეს არის სააკაშვილის ბედი. კაცი რომელმაც გვაჩვენა სიმხდალის და ლაჩრობის უდიდესი მწვერვალი, ომის დროს მიატოვა ჯარისკაცები, სტუმარი კაცი მიატოვა და მიწაზე იფორთხიალა. ნებისმიერი მისი ეს მორიგი პროვოკაცია ღიმილს იწვევს ჩვენში, 9 წელი გავიდა რატომ ვერ ჩამოდის", - თქვა ღარიბაშვილმა.