დღეს, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობის გზავნილებს გააჟღერებს ევროპისთვის - სამადაშვილი
"ძლიერი საქაღთველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ევროპისთვის საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობის გზავნილებს გააჟღერებს.
სამადაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიწვევა ევროპარლამენტში ნიშნავს, რომ "ოცნება" არ მოიაზრება, როგორც ქართველი ხალხის წარმომადგენელი, მათ შორის ამ ძალიან მნიშვნელოვან, მთავარ ევროპულ პოლიტიკურ ინსტიტუციაში.
სალომე ზურაბიშვილი დღეს გააჟღერებს საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობის გზავნილებს ევროპისთვის, დარწმუნებული ვარ და შესაბამისად, ეს პლატფორმა ეძლევა სწორედ, პირველ რიგში ხალხს. ეს არის მათ შორის აღიარება იმის, რომ ეს არალეგიტიმური დაჯგუფება ივანიშვილის მეთაურობით, რომელმაც მიიტაცა ქვეყანაში პოლიტიკური ძალაუფლება არჩევნების გაყალბების გზით, არ მოიაზრება, როგორც ქართველი ხალხის წარმომადგენელი, მათ შორის ამ ძალიან მნიშვნელოვან, მთავარ ევროპულ პოლიტიკურ ინსტიტუციაში. გარდა ამისა, ჩვენ ვნახავთ ინდივიდუალურ რეჟიმში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ შემოღებულ სანქციებს რეჟიმის წინააღმდეგ, როგორც ეს ბალტიისპირეთმა გააკეთა, იმიტომ, რომ პუტინის მოკავშირეები იცავენ პუტინის ხელქვეით ივანიშვილის ხელისუფლებას და ევროკავშირის ერთობლივი სანქციების მიღებას ბლოკავენ, მაგრამ ეს არ უშლის ხელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ გააგრძელოს რეჟიმის სანქცირება", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი ზუსტად ნახევარ საათში ევროპარლამენტის ტრიბუნას დაიკავეს და სიტყვით გამოვა. სალომე ზურაბიშვილი უკვე მეორედ გამოდის ევროპარლამენტში. ის პირველად ორი წლის წინ მიიწვია რობერტა მეცოლამ.