"ოცნება" ტყუილებზე დგას, ეს მათი ხელწერაა - ბადრი ჯაფარიძე

18.12.24 11:20
"ოცნება" ტყუილებზე დგას, ეს მათი ხელწერაა - ბადრი ჯაფარიძე

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერს ბადრი ჯაფარიძეს ირაკლი კობახიძისგან ცრუ განცხადების გავრცელება არ უკვირს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება ტყუილებზე დგას და ეს მათი ხელწერაა. 

„ქართული ოცნება“ დგას ტყუილებზე, ეს მათი ხელწერაა, შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ყოველდღიურად მათი სპიკერები ავრცელებენ ტყუილებს და ცდილობენ ადამიანების შეცდომაში შეყვანას. ეს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ მათ არცერთ სიტყვას არ დაეჯერება, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე. 

ირაკლი კობახიძე მთელი მსოფლიოს დასანახად ესპანეთმა, იტალიამ და რუმინეთმა ტყუილში ამხილეს. გუშინ დილით ოლიგარქის პრემიერმა გაავრცელა განცხადება, თითქოს ეს სამი ქვეყნა ევროკავშირის სხდომაზე ივანიშვილის რეჟიმის პოზიციებს იცავდა. პრემიერის ტყუილით შოკირებულმა ჯერ რუმინეთმა, შემდეგ იტალიამ და ესპანეთმა კი კობახის  ნათქვამი ერთმანეთის მიყოლებით უარყვეს და თქვეს, რომ ისინი ქართველი ხალხის გვერდით დგანან. 

მსგავსი სიახლეები