ქალაქს, რომელმაც ბანდიტიზმი ერთხელ უკვე გამოიარა, ბანდიტების თავზე დასმას არავის აპატიებს - ციკოლია
რეჟისორი პაატა ციკოლია ამბობს, რომ "ოცნება" სამართლიანი პროტესტის ჩახშობას უხეში და ცინიკური მეთოდებით ცდილობს, მათ შორის, ტიტუშკების მეშვეობით, თუმცა ეს არ გამოუვათ. ხელოვანის თქმით, ქალაქს, რომელმაც ბანდიტიზმი ერთხელ უკვე ნახა, ტიტუშკებით ვერ დააშინებენ.
„ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად, ბანდიტიზმის ლოგიკა მოირგო და პირველივე ღამიდან დაიწყო მართლა მშვიდობიანი და მართლა სამართლიანი პროტესტის ჩახშობა და ჩახშობა უხეშ, ცინიკურად, გვცემდა და გვეუბნებოდა, „აბა, კიდევ მოხვალთ აქციებზე? და აბა, გიშველის ახლა ლოცვა?!“ ერთადერთი ამოცანა იყო, რომ ძალით ჩაეკლათ თავისუფლების და სამშობლოს სიყვარული. პროტესტი იმხელაა უკვე, რომ ერთი ორი მთვრალი კაცი ამ პროცესს ვერ ჩაშლის და ვერც ბანდა აიღებს თბილისს, გამორიცხულია. მითუმეტეს ქალაქს, რომელმაც ეს ბანდიტიზმი გამოიარა და ეს სახადი მოხდილი აქვს და არავის აპატიებს ბანდიტების თავზე დასმას, - ამბობს პაატა ციკოლია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთაველის გამზირზე მორიგი ტიტუშკა თავს გიორგი ვაშაძეს დაესხა. პოლიტიკოსს სახრახსნისით მიყენებული დაზიანებები სახისა და თავის არეში აღენიშნება. მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელის ვინაობა ვაშაძემ გაშიფრა, შსს ამ დრომდე არ ამბობს, დააკავეს თუ არა ის.
კიდევ ერთი შემთხვევა ასევე გუშინ მოხდა, როდესაც "ტვ პირველის" ჟურნალისტს ერთ-ერთმა ტიტუშკამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მისთვის პროფესიულ საქმიანობაშ ხელის შეშლა სცადა. ჟურნალისტის ჯიუტი მოთხოვნის შემდეგ, პოლიციამ ეს პირი საჩვენებლად დააკავა, თუმცა როგორც შემდეგ "პირველებმა" გაარკვია, ის პარლამენტის უკანა ქუჩაზე გაიყვანეს და გაუშვეს.