ირაკლი კობახიძე ტყუილში ამხილეს

18.12.24 11:30
ირაკლი კობახიძე  ტყუილში ამხილეს

ირაკლი კობახიძე მთელი მსოფლიოს დასანახად, ესპანეთმა, იტალიამ და რუმინეთმა ტყუილში ამხილეს. რამდენიმე საათის წინ, კობახიძემ გაავრცელა განცხადება, რომ თითქოს  ეს სამი ქვეყანა ევროკავშირის სხდომაზე ივანიშვილის მთავრობის პოზიციებს იცავდა.

"ქართული ოცნების" პრემიერის ტყუილით შოკირებულმა რუმინეთმა, შემდეგ იტალიამ და ესპანეთმა კი კობახიძის ნათქვამი ერთმანეთის მიყოლებით უარყვეს და თქვეს, რომ ისინი  ქართველი ხალხის გვერდით დგანან.

უფრო კონკრეტულად,  ირაკლი კობახიძის პოსტს, სადაც ის იტალიას, რუმინეთს, ესპანეთს, სლოვაკეთსა და უნგრეთს "მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის", X-ზე განმარტება დაემატა, სადაც წერია, რომ ინფორმაცია მცდარია.

"ირაკლი კობახიძის განცხადება რუმინეთზე, იტალიასა და ესპანეთზე არასწორია. ესპანეთმა, რუმინეთმა და იტალიამ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, რომელიც ამ განცხადებას ეწინააღმდეგება. სამივე ქვეყანამ ოფიციალურად დაადასტურა თავისი პოზიცია, რომელიც არ ემთხვევა კობახიძის განცხადებებს" - ვკითხულობთ X-ზე. 

ამასთან, რუმინეთის, იტალიისა და ესპანეთის საგარეო უწყებებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ისინი სრულად მხარს უჭერენ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით და გმობენ საქართველოში მოქალაქეების მიმართ ძალადობას.

მსგავსი სიახლეები