მე სად ჩავიდე? 10 კაცი აქეთ მოვიდეს - კობახიძე "პირველების" კითხვების პირისპირ
"ქართული ოცნების" პრემიერი "ტვ პირველის" კითხვების პირისპირ - ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ქვეყანაში კრიზისი აღარ არის.
არაღიარებული პრემიერი ამტკიცებს, რომ სიმართლე მათ მხარესაა, ამიტომ "მასთან დისკუსიაში შესვლას ვერავინ ბედავს".
ევროინტეგრაცია არ გაგვიჩერებია. ეს არის ტყუილი. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი მხრიდან არ დადგება დღის წესრიგში მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას"- თქვა კობახიძემ.
"ქართული ოცნების" ლიდერი ისევ თავებს ითვლის და ადამიანებს, ვინც 21 დღეა, რეჟიმის პატიმრების გათავსიუფლებას და ხელახალ არჩევნებს ითხოვს, ეუბნება, რომ მზად არის, 10 კაცს შეხვდეს.
კობახიძემ დღეს შოთი არველაძესაც მიმართა და თქვა, რომ მზად არის ყოფილი ფეხბურთელის არგუმენტები მოისმინოს.
ასე ხომ არ არის, მოვითხოვ და შეასრულე?! 5 დღით შექმენით კრიზისი, ჩაგივარდათ მაიდანი და კრიზისი აღარ არის. 1000 კაციც ვერ შეკრიბეთ გუშინ 4 პარტიამ და ყველაზე მდიდარმა ენჯეოებმა, მაგრამამ პირობებშიც კი ჩვენ ვამბობთ, როცა ითხოვ რაღაცას, ხომ უნდა დაასაბუთო? მობრძანდნენ აქ მოთხოვნებით და დაასაბუთონ მოთხოვნები.
ვისჯელოთ ამასთან დაკავშირებით, ამას ხომ ალტერნატივა არ აქვს?მოვიდეს 10 კაცი, გინდათ, პირდაპირ ეთერში, გინდათ, ეთერის გარეშე, როგორც უნდათ. რა უდგას ამას წინ? 10 კაცი მოვიდეს, ღიაა კარი მათთვის. რატომ ვერ მოდიან, იცით? იმიტომ, რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს.
მარტივი ენით ვსაუბრობ: როცა ადამიანი ძალადობას, ამას უპირისპირებ ძალად და ეს მოხდა რუსთაველის გამზირზე. ვინც არ ძალადობს, იმათთან ჩვენ ვართ მზად დისკუსიისთვის. შოთა არველაძემ თქვა, რომ არავინ ესაუბრება ხალხს ხელისუფლებიდან. მოვიდეს თვითონ შოთა არველაძე, დიდი პატივისცემით ვამბობ ამას, წამოიყვანოს ვის კომპეტენციაშიც არის დარწმუნებული, 10 კაცი წამოიყვანოს. რატომ არ მოდიან?"- დასძინა კობახიძემ.
კითხვაზე, რატომ არ ჩადის "ქართული ოცნების" ლიდერი პროტესტის მონაწილეებთან, კობახიძე ამბობს:
ნახეთ, 1000 კაცი იყო შეკრებილი და იქიდან 100 იყო პარტიული. სად ჩავიდე? ლევან ხაბეიშვილთან თუ სოფო ჯაფარიძესთან თუ ვისთან ჩავიდე? რა უნდა ამ ხალხს ასეთი ტიპის აქციაზე თუ მართლა გულწრფელი აქციაა?