ადმინისტრაცია: საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პრეზიდენტის ევროპარლამენტში გამოსვლა პირდაპირ ეთერში არ გააშუქა

18.12.24 15:03
ადმინისტრაცია: საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პრეზიდენტის ევროპარლამენტში გამოსვლა პირდაპირ ეთერში არ გააშუქა

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირ ეთერში არ გააშუქა სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა - ამის შესახებ ინფრომაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ადმინისტრაცია აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტთან მიმართებით საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავ არ ახდენს საზოგადოების სრულყოფილ და ობიექტურ ინფორმირებას.

საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელსაც  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ვალდებულება აქვს უზრუნველყოს ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია და რომელიც ამტკიცებს, რომ  არის დაბალანსებული და ობიექტური მედია, პირდაპირ ეთერში არ აშუქებს საქართველოს პრეზიდენტის ევროპარლამენტისადმი მიმართვას; ეს ხდება ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისისა და უპრეცედენტო საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე, იმ დროს, როცა გადასარჩენია ქვეყნის ევროპული მომავალი.

საქართველოს პრეზიდენტთან მიმართებით საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავ არ ახდენს საზოგადოების სრულყოფილ და ობიექტურ ინფორმირებას", - წერია განცხადებაში. 

პრეზიდენტის გზავნილები ევროპარლამენტიდან: 

მსგავსი სიახლეები