ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი: ველი საუბარს ბიძინა ივანიშვილთან

18.12.24 15:05
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი: ველი საუბარს ბიძინა ივანიშვილთან

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდა. 

ალენ ბერსე  X-ზე წერს, რომ ის უკე შეხვდა ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს. 

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას და საუბარს ელის: 

პირველივე საქმე ამ დილით - შევხვდი სამოქალაქო საზოგადოებას, შემდეგ პრემიერ ირაკლი კობახიძესა და შალვა პაპუაშვილს. ახლა ველი საუბარს საქართველოს ომბუდსმენთან, ბიძინა ივანიშვილთან და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ხვალ მთელი დღე ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მექნება შეხვედრები"- წერს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე X-ზე. 

დღეს, 18 დეკემბერს, ბერსე ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

მსგავსი სიახლეები