კობახიძის ტყუილმა ცხადყო, რომ "ოცნება" საერთაშორისო იზოლაციაშია - სამადაშვილი

18.12.24 15:39
კობახიძის ტყუილმა ცხადყო, რომ "ოცნება" საერთაშორისო იზოლაციაშია - სამადაშვილი

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ დასავლეთმა ირაკლი კობახიძე ტყუილში ისე ამხილა, როგორც ამას პუტინთან ან სხვა ანტაგონისტ სახელმწოფოებთან მიმართებაში აკეთებს ხოლმე. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ფაქტმა ცხადყო, რომ ივანიშვილის ხელისუფლება უკვე საერთაშორისო იზოლაციაშია. 

ფაქტობრივად, სხვა კატეგორიაში გადავედით სახელმწიფოების, იმიტომ, რომ მსგავსი მხილება ხდება ხოლმე, მაგალითად, როდესაც პუტინი იტყუება ან ანტაგონისტური სახელმწიფოს წარმომადგენლები როდესაც სიცრუეს ავრცელებენ დასავლეთის ქვეყნების პოზიციაზე. ეს ნათელს ხდის ერთ რამეს, რომ ეს ხელისუფლება დღეს არის უკვე, ფაქტობრივად, საერთაშორისო იზოლაციაში და საჯაროდ თვლიან საჭიროდ, რომ ამხილონ ისინი სიცრუეშე, - ამბობს სამადაშვილი.

ირაკლი კობახიძე მთელი მსოფლიოს დასანახად ესპანეთმა, იტალიამ და რუმინეთმა ტყუილში ამხილეს. გუშინ დილით ოლიგარქის პრემიერმა გაავრცელა განცხადება, თითქოს ეს სამი ქვეყნა ევროკავშირის სხდომაზე ივანიშვილის რეჟიმის პოზიციებს იცავდა. პრემიერის ტყუილით შოკირებულმა ჯერ რუმინეთმა, შემდეგ იტალიამ და ესპანეთმა კი კობახის  ნათქვამი ერთმანეთის მიყოლებით უარყვეს და თქვეს, რომ ისინი ქართველი ხალხის გვერდით დგანან.   

მოგვიანებით ირაკლი კობახიძის პოსტს, სადაც ის იტალიას, რუმინეთს, ესპანეთს, სლოვაკეთსა და უნგრეთს "მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის", X-ზე განმარტება დაემატა, სადაც წერია, რომ ინფორმაცია მცდარია.

 

მსგავსი სიახლეები