კობახიძემ ქართველ ხალხს თავი მოჭრა - გიორგი გახარია
კობახიძემ ქართველ ხალხს თავი მოჭრა, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია საუბრობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ტყუილი, რომელიც "ოცნების" ლიდერმა გააჟღერა სამარცხვინოა.
ამასთან, გახარია ახალი არჩევნების დანიშვნის და უკანონო დაკავებული პატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზე საუბრობს.
უბრალოდ, თავი მოგვჭრეს ჩვენ. შეგვარცხვინეს საქართველოს მოქალაქეები. თან ტყუილით ეხებიან სახელმწოფოებს, რა მნიშვნელობა აქვს, მეგობარი, არამეგობარი. საწრაფოდ უნდა გავათავისუფლოთ უკანონოდ დაპატიმრებული ახალგაზრდები და სასწრაფოდ ახალი არჩევნების თარიღი. მათთვისვე ჯობია. ხომ ხედავთ, როგორ სპირალში არიან, დღითიდღე ათას სისულელეს აკეთებენ, - ამბობს გახარია.
ირაკლი კობახიძე მთელი მსოფლიოს დასანახად ესპანეთმა, იტალიამ და რუმინეთმა ტყუილში ამხილეს. გუშინ დილით ოლიგარქის პრემიერმა გაავრცელა განცხადება, თითქოს ეს სამი ქვეყნა ევროკავშირის სხდომაზე ივანიშვილის რეჟიმის პოზიციებს იცავდა. პრემიერის ტყუილით შოკირებულმა ჯერ რუმინეთმა, შემდეგ იტალიამ და ესპანეთმა კი კობახის ნათქვამი ერთმანეთის მიყოლებით უარყვეს და თქვეს, რომ ისინი ქართველი ხალხის გვერდით დგანან.
მოგვიანებით ირაკლი კობახიძის პოსტს, სადაც ის იტალიას, რუმინეთს, ესპანეთს, სლოვაკეთსა და უნგრეთს "მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის", X-ზე განმარტება დაემატა, სადაც წერია, რომ ინფორმაცია მცდარია.