დიდი პატივი და პრივილეგია იყო - ლექსმანი ევროპარლამენტში პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლაზე
დიდი პატივი და პრივილეგია იყო - ასე ეხმაურება სლოვაკი ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას.
მისი თქმით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნამდვილი პატრიოტია.
„ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა დიდი პატივი და პრივილეგია იყო. ის ნამდვილი პატრიოტია. ქართველ ხალხს, როცა ისინი თავიანთ თავისუფლებას იცავენ, სიტყვითაც და საქმითაც მხარი უნდა დავუჭიროთ“, - წერს მირიამ ლექსმანი სოციალურ ქსელში.
პრეზიდენტის გზავნილები ევროპარლამენტიდან:
- მმართველი პარტია რუსულ გზაზე დადგა - სალომე ზურაბიშვილმა "ოცნება" ევროპარლამენტიდან ამხილა
- არჩევნებზე 600 მილიონი შავი ფული გამოიყენეს - პრეზიდენტმა ევროპარლამენტში თქვა, რომ საქართველოში რუსული არჩევნები ჩატარდა
- "ზოგიერთ საარჩევნო უბანზე პირადად ვნახე ძალადობა, ვურეკავდი შს მინისტრს, ვერსად დავუკავშირდი" - ზურაბიშვილი
- "საქართველოს სჭირდება თქვენი მხარდაჭერა" - ზურაბიშვილმა ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდა
- "ხელახალი არჩევნები აუცილებელია... თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი ბერკეტები, უნდა იმოქმედოთ" - ზურაბიშვილი ევროკავშირს
- ქართველები დღე და ღამე იბრძვიან ევროპული მომავლისთვის, ევროპა კი ნელა რეაგირებს, უნდა იმოქმედოთ - ზურაბიშვილი
- საქართველოში ყველაფერს ერთი პარტია და ერთი პირი აკონტროლებს - პრეზიდენტი
- კობახიძე უფლებისა და მანდატის გარეშე აჩერებს საქართველოს ევროპულ მომავალს - 28 ნოემბერს ომი გამოაცხადეს - პრეზიდენტი