მოშიმშილე პატიმარი საავადმყოფოს ნაცვლად სამარტოო საკანში გადაიყვანეს - ოჯახი ტერორზე საუბრობს

18.12.24 16:59
მოშიმშილე პატიმარი საავადმყოფოს ნაცვლად სამარტოო საკანში გადაიყვანეს - ოჯახი ტერორზე საუბრობს

აქციებზე დაკავებული ვეფხია კასრაძე პენიტენციურ სამსახურს ტერორში ამხელს - მოშიმშილე პატიმარი, რომელიც რამდენიმე დღეა, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს და დანაშაულს არ აღიარებს, საავადმყოფოს ნაცვლად მოულოდნელად სამარტოო საკანში გადაიყვანეს.

ზეწოლაზე  საუბრობს მისი ოჯახიც. დაკავებულის ცოლი ირწმუნება, რომ ის მცირეწლოვან შილებთან ერთად თვალთვალის სამიზნეა.

ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მკურნალობდა. ჩემი მეუღლის სასამართლო წინასწარ დადგმული შოუ იყო. მასთან ერთად განსასჯელის სკამზე 19-21 წლის 7 ბიჭი დასვეს. არავინ იცნობს ერთმანეთს, ჩემი მეუღლე თავისთავად არ იცნობს ამ ახალგაზრდებს, რომელ ჯგუფურ ძალადობაზეა საუბარი?! ჩხრეკაზე როცა იყვნენ მოსულები გვითხრეს: "მშვიდად უნდა იყოთ და პრობლემები არ შეგექმნებათო". შევამჩნიე, რომ მითვალთვალებენ - 7 კაცი შევამჩნიე სკოლასთან, ასევე მუსიკის გაკვეთილზე როცა მივიყვანე ბავშვები. კორპუსის ყველა მხრიდან "დაცვა მედგა". არკაში მთელი ღამის განმავლობაში ავტომობილი იდგა"- ამბობს დაკავებულის ცოლი. "- ამბობს დაკავებულის ცოლი. 

54 წლის მსახიობს, ვეფხია კასრაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 6 დეკემბერს შეუფარდეს.

ვეფხია კასრაძეს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებია. მას 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

მსგავსი სიახლეები