ტყუილს, რომელსაც ავრცელებენ მყარი საფუძველი არ აქვს - კობახიძე ესტონეთმაც ამხილა

18.12.24 17:28
ტყუილს, რომელსაც ავრცელებენ მყარი საფუძველი არ აქვს - კობახიძე ესტონეთმაც ამხილა

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირაკლი კობახიძეს პასუხობს - საუბარია, იტალიის, რუმინეთისა და ესპანეთის მიერ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის მხილებას. 

ესტონეთის საგარეო პირდაპირ წერს, რომ მსოფლიომ და ქართველმა ხალხმა ნახა, რომ „ოცნების“ მთავრობის ტყუილს საფუძველი არ აქვს.

„ესტონეთი აფასებს, რომ ესპანეთის, იტალიის და რუმინეთის მსოფლიოს და რაც მთავარია, ქართველ ხალხს აჩვენეს, რომ ტყუილს, რომელსაც მათი მთავრობა ავრცელებს, მყარი საფუძველი არ აქვს.

ესტონეთი მხარს უჭერს დემოკრატიას საქართველოში“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე მთელი მსოფლიოს დასანახად ესპანეთმა, იტალიამ და რუმინეთმა ტყუილში ამხილეს. გუშინ დილით "ქართული ოცნების" პრემიერმა გაავრცელა განცხადება, თითქოს ეს სამი ქვეყნა ევროკავშირის სხდომაზე ივანიშვილის რეჟიმის პოზიციებს იცავდა. პრემიერის ტყუილით შოკირებულმა ჯერ რუმინეთმა, შემდეგ იტალიამ და ესპანეთმა კი კობახის  ნათქვამი ერთმანეთის მიყოლებით უარყვეს და თქვეს, რომ ისინი ქართველი ხალხის გვერდით დგანან.   

მოგვიანებით ირაკლი კობახიძის პოსტს, სადაც ის იტალიას, რუმინეთს, ესპანეთს, სლოვაკეთსა და უნგრეთს "მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის", X-ზე განმარტება დაემატა, სადაც წერია, რომ ინფორმაცია მცდარია.

 

მსგავსი სიახლეები